BBC Technology-ის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ამერიკული მწარმოებლის ფლაგმანური მოდელის გაყიდვების კლებასთან დაკავშირებით. წინა წლის 3 თვის მონაცემებს, 2017 წლის 3 თვის სტატისტიკა აშკარად ჩამორჩება. ამ პერიოდში კომპანიამ შედარებით ნაკლები iPhone გაყიდა. კომპანიის კალიფორნიის ოფისის წარმომადგენლობის განცხადებით, მათ 50.8 მილიონი iPhone გაყიდეს, რაც წინა წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია. განსხვავებული სტატისტიკაა სხვა შტატებში და ასევე ქვეყნებში. სტატისტიკურად, მთლიანი Apple-ის წაგება 2017 წელს 3%-ს აჭარბებს. თუ ამ მიმართებით, სმარტფონების გაყიდვის მაჩვენებელი დაცემას კვლავ განაგრძობს, ,,ვაშლი” სერიოზულ მღელვარებას დაიწყებს.
რამ გამოიწვია iPhone 7-ის წარუმატებლობა ჯერ-ჯერობით არ იციან, თუმცა სავარაუდოა, კომპანიის მკაცრად შენარჩუნებული საბაზრო სტრატეგია, უცვლელი დიზაინი და ძალიან მიზერული ცვლილება ყველა ფლაგმანში, როგორც ჩანს, ეფლომანებსაც ყელში ამოუვიდათ.
ინტერნეტში გაჩნდა უამრავი ბლოგი, სადაც iPhone-ის ყოფილი მომხმარებლები Android-ის გაჯეტებზე გადასვლაზე საუბრობენ.
ტიმ ქუქის განცხადებით, ისინი 4.6%-იან ზრდას ელოდებოდნენ და ეს მონაცემები მათ ვარაუდს ნამდვილად არ შეესაბამება.