LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ის მომდევნო თაობის პროდუქცია ძილს გაგიუმჯობესებთ

60

iOS-ის განახლებულ სისტემაში, კომპანია Apple მის მიერ წარმოებული გაჯეტების მფლობელების ძილს გააუმჯობესებს.

GPS-სა და საათის მონაცემებზე დაყდრნობით, სიახლე გამოითვლის, როდის ბნელდება ქუჩაში, შესაბამისად შეიცვლება ეკრანზე ფერებიც. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დისპლეის განათების არასწორმა ფერმა შესაძლოა ადამიანის ძილის ბუნებრივი ციკლი დაარღვიოს. მიზეზად კი მელატონინის გამოყოფის შეფერხება ხდება, რის შედეგადაც უარესდება ძილი.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე უკვე არსებობს პროგრამა f.lux მსგავსი ფუნქციით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები