Consumer Remorts-ის კვლევებმა აჩვენა, რომ Apple-ის ნოუთბუქი MacBook, ბაზარზე ყველაზე საიმედოდ დასახელდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 58 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომლებმაც ის 2010-დან 2015 წლების განმავლობაში შეიძინეს. Acer-ის, Lenovo-სა და Samsung-ის ნოუთქბუქების მფლობელებს შორის, რესპოდენტების 20% პირველი სამი წლის განმავლობაში გარკვეულ პრობლემებს შეხვდა. ამავე პერიოდში MacBook Air-ის მფლობელების 7 და MacBook Pro-ს 9%-ს შეხვდა იგივე პრობლემები.
„ამ დროისთვის კომპანია Apple-ის ნოუთბუქები ყველაზე სანდოდ სახელდება: პირველი სამი წლის განმავლობაში მისი მეპატრონეების მხოლოდ 10% აწყდება გარკვეულ პრობლემებს, Samsung-სა და Gateway-ს მფლობელების შემთხვევაში ეს რიცხვი 16%-ს შეადგენს, ხოლო Acer-ის, Lenovo-ს, Toshiba-ს, HP-ს, Dell-ისა და Asus-ის მეპატრონეებში – 18-19%-ს. ამასთან, Windows-ის პლატფორმაზე ადამიანები კვირაში საშუალოდ 20 საათს ატარებენ, Apple-ის შემთხვევაში კი ეს დრო 23 საათამდეა გაზრდილი“, – ნათქვამია კვლევაში.