ახალი დაბალბიუჯეტიანი სმარტფონი Apple-სგან – ცნობილმა ბრენდმა iPhone SE ოფიციალურად წარადგინა, რომლის ღირებულებაც 399 დოლარიდან დაიწყება. სმარტოფნი სამ ფერში იქნება წარმოდგენილი: შავში, წითელსა და თეთრში.
Apple-ის ინფორმაციით, iPhone SE -ს წინასწარი შეკვეთები 17 აპრილიდან დაიწყება, რელიზაცია კი- 24 აპრილიდან.
აღსანიშნავია, რომ iPhone SE ვიზუალურად iPhone 8-ს წააგავს და ზუსტად მისი ფორმა აქვს, თუმცა, უკეთესი კამერა და პროცესორი გააჩნია. რაც შეეხება მოდელებს, iPhone SE ორი მოდელის იქნება – 64 GB-იანი და 256GB-იანი.
https://www.youtube.com/watch?time_continue=8&v=SQIbeAk-bFA&feature=emb_logo