LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა ედ შირანის შესახებ დოკუმენტური ფილმის რეალიზაციის უფლება მოიპოვა

87

კომპანია Apple-მა ედ შირანის შესახებ დოკუმენტური ფილმის რეალიზაციის უფლება მოიპოვა. პროექტს „სიმღერების ავტორი“ ჰქვია და კინოგაქირავებაში ის Apple-ის პლატფორმაზე გამოვა.

ფილმი მუსიკოსის ბიძაშვილმა, მიურეი კამინგსმა გადაიღო და ის 27 წლის შირანის კარიერას შეეხება. მასში ნაჩვენებია სიმღერების შექმნის პროცესი. „მინდოდა ის სიმღერების ავტორის და არა სუპერვარსკვლავის განხრით მეჩვენებინა“, – განაცხადა კამინგსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები