Apple-მა კალიფორნიაში გამართულ კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის სისტემა, Apple Intelligence წარადგინა.
ახალი სისტემა, ChatGPT-ის ანალოგია და ის ოპერაციულ სისტემებში, კომპიუტერებში, მობილურ მოწყობილობებზე, მათ შორის iPhone-ის ტელეფონებსა და Apple Vision Pro-ს მოწყობილობებზე ჩაშენდება.
გარდა საკუთარი გენერაციული ქსელისა, Apple მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენონ ChatGPT აპლიკაციებში.