Apple-მა უსადენო კლავიატურის – Magic Keyboard ახალი ვერსია წარმოადგინა. განახლებულ კლავიატურას ციფრების სასარგებლო პანელი მოჰყვება, ამას გარდა იქვე არის კლავიატურის დამატებით განყოფილება დოკუმენტების სწრაფი ნავიგაციისთვის და სპეციალური ღილაკები თამაშისთვის.
მწარმოებლის თქმით, ახალი კლავიატურა მის წინამორბედთან შედარებით დახვეწილია და მას ერთი თვე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. Magic Keyboard-ის შეკვეთა კომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია.

