Apple-მა კომპაქტური ლეპტოპების სერია განაახლა და ვარდისფერი MacBook წარმოადგინა. სიახლეს 12 დიუიმიანი ეკრანი, 2 ბირთვიანი, მე-6 თაობის Intel Core M პროცესორი აქვს. ლეპტოპი საკმაოდ თხელია. სიახლის დასატენად და პერიფერიულ მოწყობილობებთან მისაერთებლად მას USB-C პორტი აქვს.
პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ MacBook-ის შეძენა apple.com-ზე უკვე შესაძლებელია.