ტიმ კუკმა ყოველწლიურ კონფერენციაზე WSJD Live განაცხადა, რომ მეოთხე თაობის Apple TV-ის შეძენა 26 ოქტომბრიდან გახდება შესაძლებელი. Apple TV -ის პრეზენტაცია 9 სექტემბერს შედგა. მას ასევე სათამაშო კონსოლის ფუნქციაც აქვს.
ტიმ კუკის განცხადებით, სანამ მობილური ტექნოლოგიები ვითარდება, ტელევიზია ერთ ადგილას გაიყინა. მისი აზრით ტელევიზიის მომავალი სხვადასხვა აპლიკაციებშია. Apple TV -ის მოყვება სპეციალური თაჩპადი, რომელიც სათმაშო ჯოისტიკის ფუნქციასაც ითავსებს. Apple TV 32 გიგაბაიტიანი მეხსიერებით 149 დოლარი ეღირება, ხოლო 64 გიგაბაიტიანი 199 დოლარი.