LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ბედნიერი ვარ… შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ… მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს…“ – ხვიჩა კვარაცხელია პარიზზე, ახალ გუნდში ადაპტაციასა და „არსენალთან“ მომავალ მატჩზე

170
Capture

„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთში თავისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა.

ქართველმა თავდამსხმელმა ახალ გუნდში ადაპტაციაზე, გულშემატკივრებსა და ჩემპიონთა ლიგაში „არსენალთან“ მოახლოებული ნახევარფინალის პირველ მატჩზე ისაუბრა.

ინტერვიუს თარგმანს SPORTALL.GE აქვეყნებს:

„ვფიქრობ, ყველაზე რთული ისაა, რომ ახალი ფეხბურთელის გადმოსვლა შეიძლება ასევე მწვრთნელისთვისაც არ იყოს იოლი, რადგან გუნდს შუა სეზონში უერთდები. გარემოსთან შესაგუებლად ბევრი დრო არ მქონდა, თუმცა მგონია, პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ეს პრეზიდენტის, პერსონალის, მწვრთნელის, კლუბის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დახმარებით მოხდა, რომლებმაც თბილად მიმიღეს. აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ და ეს მხარდაჭერა უკეთ თამაშში მეხმარება.

იმ ფაქტმა, რომ ოჯახში ასე სწრაფად მიმიღეს, თავი მართლაც ბედნიერად და კომფორტულად მაგრძნობინა. ეს ძალიან მეხმარება და ყველაფერს ვაკეთებ, რათა ამით მაქსიმალურად ვისარგებლო. ქომაგების მხრიდან პირველივე წუთებიდან ძლიერი თანადგომა ვიგრძენი. შემდეგ, როდესაც მოედანზე გავედი, თავი ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა: ისე მიმიღეს, რომ საკუთარი თავის ვირწმუნე და როგორც ფეხბურთელის როლი შევიცანი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო – თავი მაღალი კლასის მოთამაშედ მეგრძნო, რომელიც დიად კლუბს შუერთდა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის, თუ როგორ კომფორტულად გაგრძნობინებს კლუბი თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

კითხვაზე, „პსჟ-ს ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორ მოგეწონა?“ კვარაცხელიამ უპასუხა:

„აქ ჩემი დასაწუნი არაფერია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ვარჯიშის და სწრაფად აღდგენის ყველა შესაძლებლობა გვაქვს. ინფრასტრუქტურა სრულად კეთილმოწყობილია. ეს ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. საწვრთნელი ცენტრის ყველა რესურსს ვიყენებთ და ეს ძალიან გვეხმარება. აღარაფერს ვამბობ ფიზიოთერაპევტის და სამედიცინო პერსონალის დახმარებაზე, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან. აქ ინდივიდუალურად ვარჯიშისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. უბრალოდ ფეხბურთსა და ვარჯიშზე უნდა იყო კონცენტრირებული, დანარჩენზე კლუბი ზრუნავს, რაც ფეხბურთელების პროგრესისთვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს ხვიჩა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზზეც ისაუბრა და თქვა, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია:

„ყველასთვის ცნობილია, რომ პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. აქ ბედნიერი ვარ და ამ გუნდში თამაში მიხარია. მართალი გითხრათ, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ყველაფერი იდეალურად წარიმართა: შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებული გუნდის წევრი ვარ.  მგონია, ქალაქი მნიშვნელოვანია, მეტადრე როცა ოჯახი გყავს, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობს. სიმშვიდე და კარგი პირობები მნიშვნელოვანია. თბილი მიღებისთვის მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, აგრეთვე იმისათვის, რომ კლუბზე და ცხოვრების აქაურ წესზე ბევრი რამ მომიყვნენ“ – ამბობს ქართველმა თავდამსხმელი.

ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაში „არსენალთან“ მოახლოებული ნახევარფინალის პირველ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 29 აპრილს, საღამოს 23:00 საათზე გაიმართება.

კითხვაზე „ლივერპულის“ და „ასტონ ვილას“ მერე მორიგ ინგლისურ კლუბთან შეხვედრის დრო დადგა!“ ხვიჩამ უპასუხა:

„ერთის მხრივ ეს კარგია, თუმცა მეორეს მხრივ ნაკლებად, რადგან მათ ჩვენი თამაში შეისწავლეს. ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მათ მატჩებს. ძალიან კარგია, რომ ახლა ინგლისური ფეხბურთი უკეთ მესმის, განსაკუთრებით ისეთ მეტოქეებთან დაპირისპირებების შემდეგ, როგორებიც „ლივერპული“ და „ასტონ ვილა“ არიან. მათთან ბრძოლა ადვილი არ იყო, მაგრამ ბოლომდე მთელი ძალები გავიღეთ. ვფიქრობ, მიღებული გამოცდილება „არსენალთან“ დადებით სამსახურს გაგვიწევს“, – ამბობს ქართველი ფეხბურთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g