LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ემღერება გულს“ – 24 ნოემბერს დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი გაიმართება

203
დათუნა სირბილაძე

24 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება მომღერალ დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტი სახელწოდებით „აქ ემღერება გულს“.

საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, საკონცერტო პროგრამაში მომღერალი წარმოაჩენს ქართული სასიმღერო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს და სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერებს. კონცერტი წარმოდგენილი იქნება ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის მუსიკალური ხელმძღვანელობით.

„დათუნა სირბილაძის სოლო კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი შემსრულებლები, მათ შორის, მაია ჯაბუა, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი, ნათია პერანიძე, აჩიკო ბერიძე, გიგა აბესაძე, კახა გრიგალაშვილი, სანდრო კობახიძე, ანკა და გივიკო სირბილაძეები, „თეატრალურის კვარტეტი“, ანსამბლი „ჰერიო“, ანსამბლი „შვიდკაცა”.

ინსტრუმენტული ბენდი:

ლევან დეისაძე – ბას გიტარა; პაატა ანდრიაძე – კლავიში; ირაკლი მენთეშაშვილი – კლავიში; დათო ქოიავა – სოლო გიტარა; დიტო საკანდელიძე – პერკუსია; ზაზა ცერცვაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები.

კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი – ქეთი გაბისიანი; კონცერტის წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე; რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი; მხატვარი – ვანო ჭელიძე.

კონცერტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო; თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; სსიპ „შემოქმედებითი საქართველო”.

კონცერტის პარტნიორები: კომპანია „სარაჯიშვილი”, სამშენებლო კომპანია „Geo Construction“.

მედია პარტნიორები – რადიოჰოლდინგი „ფორტუნა”; სარეკლამო კომპანია „ალმა”; ბილეთები.ჯი.

ორგანიზატორი კომპანია – ბიმარკ ჯგუფი.

დასაწყისი 20:00 საათზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g