ბუდუ ზივზივაძემ ახალი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. მისი „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში შინ 0:2-ს აგებდა „ნიურბერგთან“, რის შემდეგაც ქართველმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.
„აქ მე ვიპარავ შოუს, დრრრრრრრრრრრააააა“, – წერს ბუდუ ზივზივაძე და არაჩვეულებრივად ჩატარებული თამაშიდან ფოტოებს აქვეყნებს.
ვიდეო: „ბუდუ და შაი“ – მამა-შვილის ემოციური შეხვედრა მატჩის მიმდინარეობისას