LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ საუბარია პოლიტიკური რეჟიმის გასამართლებაზე… ეს არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა, ამიტომაც უნდა გასამართლდეს“ – გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

135
გურამ მაჭარაშვილი

„როგორც კი ვინმე თავს წამოყოფს პოლიტიკურად, აუცილებლად გადაყლაპავს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა, ამიტომაც უნდა გასამართლდეს“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზეა საუბარი:

„ქართული ოცნება“ – „ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“

„აქ საუბარია პოლიტიკური რეჟიმის გასამართლებაზე. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ფაშისტური გერმანიის დროს ნაციონალ-სოციალისტური ჰიტლერის პარტია დარჩენილიყო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად? ეს ხომ არ იქნებოდა რელევანტური. როგორც კი ვინმე თავს წამოყოფს პოლიტიკურად, აუცილებლად გადაყლაპავს ხოლმე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა. ამიტომაც უნდა გასამართლდეს, რომ აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტია, ამის შემდეგ დაისვენებს ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და რაც მთავარია, დაისვენებს ქართველი ხალხი“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია იმედთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g