რუსეთის სახელმწიფო დუმას დეპუტატი სულთან ხამზაევი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან წასულ ბიზნესმენებს, მსახიობებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს “გაქცეულ სტუმრებს” უწოდებს და ხელისუფლებას წინადადებით მიმართავს – სახელმწიფომ მათი უკან დაბრუნება აკრძალოს.
დეპუტატის ინიციატივის შესახებ რუსული გამოცემები წერენ.
“ყველას, ვინც გაიქცა, ჩვენ უნდა ავუკრძალოთ ქვეყანაში ხელახლა შესვლა. ასეთ დროს ყველა უნდა გაერთიანდეს რუსეთის განვითარებისა და გაძლიერებისთვის”, – თქვა მან.
ხამზაევის თქმითვე, იმ ბლოგერებმა, ხელოვანებმა და ოლიგარქებმა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, “სამშობლოს სხვა ქვეყნებში ბედნიერების კუნძულები არჩიეს”.
“აქ შოულობენ ფულს და პირველივე გაჭირვებაზე გარბიან”, – განაცხად მან.
ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთს რენატა ლიტვინოვა, ქსენია სობჩაკი და ზემფირა ტოვებენ