LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ვარ, ბოლო ნახევარი წელია…“ – რას წერს ლუკა კურტანიძე

214
ლუკა კურტანიძე

ლუკა-ელდარ კურტანიძე აქვეყნებს დიდ და ემოციურ პოსტს ბორჯომის ხეობიდან, სადაც ბოლო ექვსი თვეა იმყოფება:

„ეს პატარა ბიჭი აფხაზეთში  ერთი მიზანდასახული მეოცნებე ადამიანია, რომელმაც ტიტანური შრომის, თავგანწირვის და სამშობლო საქართველოსთვის აი, ამ გამარჯვების ჟესტში შეკრა ერთიანი საქართველო!  აფხაზეთი საქართველოა!! როგორ?!  მე აფხაზი ქართველი ვარ ადათი და წესით,  იქ დავიბადე, იქ გავიზარდე და მთელი ნახევარი საუკუნე მთელი მსოფლიო  ქართული დროშის ქვეშ ფეხზე დავაყენე! რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი?! მსოფლიო ჩემპიონატზე 85  ქვეყნის წარმომადგენელი ერთად…. ოლიმპიურ თამაშებზე კი 200 ქვეყანა უყურებდა ფეხზე დამდგარი ქართული დროშის გამარჯვებას! დიახ! უფლის დიდებით შევძელი ექვსჯერ მსოფლიო ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონობა ასევე ექვსჯერ! ასამდე სხვადასხვა ტურნირების ჩემპიონობა! აი, იმ პატარამ, აფხაზეთში დაბადებულმა,  ქართულ-აფხაზური ადათი და წესით გაზრდილმა, დიახ! ეს შევძელი! აი, ასე ერთ მუშტად შევკარი მთელი ერთიანი ძლიერი საქართველო!

ამ ტექსტს ვწერ ახლა არა იმიტომ, რომ ვინმეს შევახსენო, რომ მე  ლუკა ელდარი ნოდარის ძე კურტანიძე ვარ …. არა! უბრალოდ, ბორჯომის ხეობაში ვარ ეს ბოლო  ნახევარი წელი… ზუსტად 38 წელია ეს კუთხე მამზადებდა მსოფლიო მწვერვალების დასაპყრობად და პირველად მთელი ნახევარი საუკუნის შემდეგ ზუსტად დღეს 31 იანვარს მუხლმოყრილი მადლობა მინდა  შევწირო წმინდა გიორგის სადგერის მონასტერში, უფალს მამა ღმერთს და იმ ანგელოზს, რომელსაც  1985 წელს აქ  სადგერის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შევთხოვე  დიდი ოცნება… აი, იმ პატარა ბიჭმა, რომელსაც გამზრდელი მამიდას ხელი ახვევია… მსოფლიო ჩემპიონობა!  ზუსტად 17 წლის შემდეგ ახდა ეს ოცნებით შეთხოვილი ნატვრა… პირველად თეირანში 2002 წელს, შემდეგ ნიუ იორკშ – 2003 წელს, შემდეგ ბულგარეთში 2017 წელს,  მაკედონიაში – 2018-ში, თბილისი – 2019 და 2021 – საბერძნეთი…

მადლობა საქართველოს ამ საოცარ კუთხეს, სამცხე-ჯავახეთის ულამაზეს მთებს, ტყეს, მდელოს, რაც მთავარია, აქ მცხოვრებ ხალხს!.. მადლობა თითოეული გამარჯვებისთვის… მილიონი მადლობა ვერ გადაწონის იმ მადლს, რაც ამ კუთხემ მომცა… ეს მთელი ისტორიაა, რომელსაც აქ  ვერ დავტევ . მადლობა შენ, წმინდაო ზეციურო  ანგელოზო, რომელმაც შეისმინე ერთი აფხაზი ქართველი ბიჭის ოცნება და ის აქციე არამარტო მსოფლიო ჩემპიონად, არამედ  მიეცი მთელი სამყარო, რომელსაც სამშობლოსადმი უშრეტი სიყვარული ჰქვია! მადლობა! ეს დრო, ეს თვეები, აქ ვიპოვე სავანე ცილნაწამებმა, დაღლილმა… სულით დასერილმა… ზურგში დანა ჩარტყმულმა  ისევ აქ, იმ ანგელოზებს მივებარე, რომ ისევ აღვსდგე და ისევ სამშობლო საქართველოსთვის ვიბრძოლო! სად?! ყველგან, სადაც საქართველოს დიდება იქნება, სადაც სამშობლო საქართველოსთვის თავგანწირვა იქნება საჭირო!! ბოლო ამუსუნთქვამდე უფლის სიყვარულით სამშობლო საქართველოსთვის! ამინ…. მადლობა ჩემო ულამაზესო სამცხე ჯავახეთის ულამაზესო კარო ბორჯომის ხეობავ, უფლისა და ანგელოზთა სავანევ… მადლობა შენ იმედისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g