LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოვუცხადო როგორც პოლონეთის, ასევე ეუთოს სახელით: ზბიგნევ რაუ

89
Untitled design (4)

“აქ ვარ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე, ეუთო-ს სახელით კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მხარდაჭერა”, – ამის შესახებ ქვეყანაში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვიდეო: ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს, აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრს ასევე მიაწოდა ინფორმაცია თბილისში, მაისში დაგეგმილი ქალი ლიდერების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, რომელიც კონფლიქტებში ქალთა როლს შეეხება.

მოგვიანებით, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავად პრეზიდენტმაც:

“შეხვედრაზე განვიხილეთ საერთაშორისო ფორუმებზე საქმიანობასა და რეგიონში უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები”, – აღნიშნულია პრეზიდენტის “ტვიტში”.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე პარლამენტარებმა სააკაშვილის საკითხი განიხილეს

mazda magti 5g