LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით – ქვემო ჭალაში მობილიზებულია პოლიცია

60
ზაზა გახელადზე

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელიც ერთი წელია საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაშია, სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქცია იწყება,

აქციაში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქეები თბილისიდანაც ჩადიან.

ოჯახმა ცხინვალში გადასვლა გადაიფიქრა. გადაწყვეტილება მამამ მას შემდეგ მიიღო, რაც ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი მიწერა და მძევლის გათავისუფლებაში შუამდგომლობა სთხოვა.

გახელაძეების ოჯახს დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც სტუმრობდა, რომელიც რამდენიმე ხნის განმავლობაში ასევე ოკუპანტების ტყვეობაში იყო. მისი თქმით, რაც უფრო აქტიურად იქნება საზოგადოება ჩართული მსგავს შემთხვევებში, უფრო მალე გადაწყდება ეს პრობლემები.

გაზრდილია ადგილზე პოლიციის მობილიზებაც. ადგილზე მყოფი პოლიციის მაღალჩინოსნების თქმით, ისინი პროცესის განვითარების ყველა სცენარისთვის მზად არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g