გუშინ, „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანის, ნიკოლოზ გველუკაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბიჭი მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.
როგორც ელზა ხარაშვილმა „tv პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, გარდა ცემისა, სამართალდამცავებმა ბიჭს პირადი ნივთები და ფულიც წაართვეს.
„აქციაზე იყო, მარტო იყო თან, ელოდებოდა დას, რომელიც სატრანსპორტო კოლაფსში მოხვდა. იქ არაფერს არ აშავებდა, მარტო იყო, არავის არც იცნობს, ხომ წარმოგიდგენიათ, უცებ დაიწყო ხალხის ჭყლეტა, ვიღაც წააქციეს, როგორც თვითონ ახსოვს, იმიტომ რომ გონებაც დაკარგა ცემის დროს, სავარაუდოდ, ამ წაქცეულის აყენებაში ხალხს ეხმარებოდა და ამ დროს დაესხნენ თავს.
„სკამზე მჯდომ, ბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე წიხლს მირტყამს“ – ნიკა მელია
„სკამზე მჯდომ, ბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე წიხლს მირტყამს“ – ნიკა მელია
ცნობილი კადრი რომაა მარშრუტკაში რომ ტენიან „ხარებას“ ხალხი ამ ახალგაზრდებს, მაგ კადრშია ერთ-ერთი. სცემეს დაკავებისას მაგრად, მუცელში ისეთი წიხლი დაარტყეს, რომ ვერ ამოისუნთქა, სავარაუდოდ გონებაც დაკარგა, არ ახსოვს, ახლა მიმყავს გამოკვლევებზე.
წაართვეს ყველაფერი, გაძარცვეს იქვე, გდდ-ს ხალხმა გაძარცვა, ფული, ტელეფონი, პირადი ნივთები, პირადობის მოწმობა. უკვე ნაცემი რომ გამოდიოდა, ფეხი სტკივა ძალიან, სიარულზე ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო“. – ჰყვება დედა.
არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე რამდენიმე მომიტინგე, მათ შორის გიორგი ქადაგიძე დააკავეს