რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული პოეტი, ზვიად რატიანი 8-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო დემონსტრაციისას დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
ზვიად რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.