LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

175
აქციაზე დაშავებული ახალგაზრდა

„აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება“ -ამის შესახებ დაშავებულის მამიდამ, ეკა თირქიამ განაცხადა.

„ხვალ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდება და ექიმები ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოაღვიძონ“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ 22 წლის ბიჭის ოჯახის წევრმა.

„იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“ – როგორია აქციაზე მძიმედ დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. მას შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციებზე – არჩილ მარშანიას რჩევები დემონსტრანტებს

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა: „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო დასრულება ვერ შეძლეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით, აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი“

„აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის, რომელიც აპარატზეა მიერთებული, ორივე მშობელი ემიგრაციაში იმყოფება… შემთხვევამდე ბებოს დაურეკაო“ – რას წერენ ბიჭზე, რომელიც გუშინდელ აქციაზე დაშავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g