LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს

235
288277403_554438853047828_8348546150756380816_n (1)

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, ინგლისურ ენაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს.

“ევროპული საბჭოს ძვირფასო წევრებო, ვინაიდან თქვენ აპირებთ გადაწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ, ქართველი ხალხის წარმომადგენლებმა, გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა. საუკუნეების მანძილზე ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ ჩვენი ევროპული ბედი და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მივახლოებოდით ამ ქვეყნის თითოეული თაობის ოცნებას ევროპულ ოჯახთან გაერთიანების შესახებ.

ჩვენ გვჯერა ევროპული მომავლის, რადგან ჩვენთვის უკეთესი ალტერნატივა არასოდეს ყოფილა. ახლა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე ასე ახლოს არის, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გჯერათ ჩვენი უფრო მეტად, ვიდრე სხვას და მისცემთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ჩვენს მეგობრებთან- უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ქართველმა ხალხმა ევროპული პერსპექტივა დიდი ხნის წინ დაიმსახურა და ახლა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ყველა ჩვენგანს თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“.

მიმართვის შემდეგ აქციაზე ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g