LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე ნორმების დაცვისკენ მოგიწოდებთ, ხელისუფლებამ კი სათანადო გარემო უნდა შექმნას: აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი

105
image-20170323-4924-12gf2om

მიმდინარე საარჩევნო პროცესთან და ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოუწოდებენ მშვიდობიანად და Covid-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განახორციელონ.

ისინი, ასევე, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას სათანადო გარემოს შექმნას ხელი შუეწყოს.

“რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა.

დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომსაქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად.

mazda magti 5g