LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

1159
74428395-10217326644132490-6687869180634464256-n

აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”, კიდევ ერთი ჯილდო მოიგო. სულ ცოტა ხნის წინ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ფილმებს შორის სწორედ ქართულ-შვედური პროექტი “და ჩვენ ვიცეკვეთ” მოხვდა.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნულ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ნატალია ჯუღელი ავრცელებს.

https://www.facebook.com/bluebird.natalia/posts/10217326650932660

 

https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/photos/a.138313329563784/2672481826146909/?type=3&theater

კინოთეატრებთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან ვასაძე მომდევნო სეანსის გაპროტესტებას აანონსებს.

“გავაგრძელებთ აქ დგომას, 10 საათზე მეორე სეანსია და იმასაც გავაპროტესტებთ. რაც შეგვეძლება, როგორც ზნეობრივ, ნორმალურ ადამიანებს, გავაკეთებთ და თქვენ ისიამოვნეთ ჩვენი ცქერით და წამებით”- განაცხადა ვასაძემ კინოთეატრ “ამირანთან” ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, მიტინგები ხვალაც გაგრძელდება. გარდა ამისა, ვასაძე აცხადებს, რომ ის პირები, ვინც სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკას ისროდნენ, მათი მხარდამჭერები არ არიან. საქართველოს მოქმედ კინოთეატრებთან სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. აქციის მონაწილეები შენობებში შესვლას ცდილობენ რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლავეთ. პერიოდულად ადგილი აქვს შეტაკებებს. პოლიციელებს ესროლეს პიროტექნიკაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g