LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქციებზეც იგრძნობა ქართველი ქალის ძალა, სულ წინ დგანან.. ამ კადრებს რომ ვუყურებ  დედაჩემი მახსენდება, როგორი მებრძოლი ქალი იყო..“ – ბიჭი, რომელმაც ვახტან გორგასლის ძეგლზე დროშა დაამაგრა მშობლებს იხსენებს

315
BeFunky-collage (13)

გურამ ხუციშვილი – ბიჭი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე დროშა დაამაგრა გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ სტუმრობდა.

„მამა რომ დაიღუპა, 4 წლის ვიყავი. დედაჩემისგან ვიცი რა მოდა.. არეულობის პერიოდი იყო, მთამსვლელთა ჯგუფი იყო, სანთელი ერქვა, ისინი დევნილებს ეხმარებოდნენ, ვერტმფრენებით გადმოჰყავდათ. ვიცი, რომ თვითმფრინავი სიმძიმის გამო გადაიტვირთა და მთას შეეჯახა. მამაჩემი მებრძოლი ადამიანი იყო, ერთიანობის შეგრძნება სულ ჰქონდა.

რაც შეეხება დედას, თვითონაც ძალიან მაგარი სპორტსმენი იყო, თუმცა თავი დაანება. მარტომ გაგვზარდა ორი ბავშვი. ისეთი სამაგალითო ადამიანი, ქართველი ქალი, როგორიც დედაჩემია არ ვიცი.. ამ აქციებზეც იგრძნობა ქართველი ქალის ძალა, სულ წინ დგანან აქციაზე. ამ კადრებს რომ ვუყურებ, სულ დედაჩემი მახსენდება, როგორი მებრძოლი იყო, როგორ გაჭირვებაში გაგვზარდა, იყო პერიოდი საჭმელიც არ გვქონდა ხოლმე“, – იხსენებს გურამ ხუციშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g