ზუგდიდში მერიის შენობასთან უკვე მესამე დღეა, გარემოვაჭრეების აქცია ხმაურით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერთან შეხვედრას და გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათი ერთადერთი შემოსავალია. მცირე შემოსავლის გამო კი ვერ შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადასახდის გადახდას, სადაც გადასვლას სთავაზობენ.
„ჩვენ ვითხოვთ ჩვენს ადგილზე, სადაც ვიდექით, დაგვაყენონ. ჩამოვიდეს გოგია, დაელაპარაკოს ამდენ გაჭირვებულ ხალხს. მესამე დღეა, გოგიასთან შეხვედრას ვითხოვთ, მაგრამ ამაოდ,“ – განაცხადა აქცის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარინა ფარულავამ.