LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეები 22:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობას გამართავენ

109
აქცია

აქციის მონაწილეები 22:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობის გამართვას აპირებენ. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელი გამოსვლიდან გამოჩნდა, რომ ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ საჭიროა, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, იმას მიმართონ მოთხოვნის შესრულებისთვის.

მისივე თქმით, აქცია- მსვლელობა მშვიდობიანია იქნება.

“დღეს, 22:00 საათზე, მივდივართ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, იმიტომ, რომ როგორც მამუკა ბახტაძის ინტერვიუმ აჩვენა, იგი ვერაფერს ვერ წყვეტს და იმას ვთხოვოთ და რა თქმა უნდა, მშვიდობიანად ვაჩვენოთ სამოქალაქო საზოგადოების ნიმუში, რომ ჩვენ ვართ ღირსეული ადამიანები”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g