აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს – ადგილზე დაპირისპირებაა.
ადმინისტრაციის შენობიდან გამოვიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები.
სავარაუდოდ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
მანანამდე, აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს ჯებირები, რომელიც ადგილზე იყო აღმართული.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. დავარაუდოდ სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთდაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები.
ადგილზე მივიდა პაატა ბურჭულაძე. მიუხედავად წინააღმდეგობის გაწევისა, სპეცრაზმელების მხრიდან, მოქალაქეები სასახლის ჯებირს მაინც ეჯაჯგურებიან, ცდილობენ გარღვევას და შიგნით შეღწევას.