LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარე საინიციატიო ჯგუფის შეხვედრაზე შეძახილებით გააცილეს

Untitled

სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინათინ ბოკუჩავა, სასტუმროში, სადაც საინიციატიო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, შეძახილებით გააცილეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ იმ სიას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია და იმ მოსამართლეებს, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში წლებია არსებობს კითხვები. მათი თქმით, პარლამენტში არჩეული ადმიანების მხრიდან მსგავსი საქციელი სამარცხვინოა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, ხოლო „ნაცმოძროაბის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას აქციის მონაწილეებმა სამარცხვინო უწოდეს, ვინაიდან მათი შეფასებით, ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემურად დაიწყო სასამართლო ხელისუფლების ნგრევა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომის მოთხოვნით, სასტუმრო „რედისონის“ წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ იმ 11 წევრის გადადგომას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას.

magti 5g