LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეებმა პოლიციას “რედბული” დაურიგეს და პარლამენტთან, გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ

84
ipiccy-image (2)

“რისი წაღებაც ვერ მოახერხეს ოფისიდან, მოვუტანეთ,” – “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის წარმომადგენელი სალომე სიგუა Facebook-ზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს “რედბული” დაურიგეს.

“ბიძინას მარიონეტებო, ფეხით იარეთ”, “ჯიპების მიღმა ქვეყანა სხვანაირია”, – ამ ბანერებით პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიების: “ევროპული საქართველოს”, “ლელო საქართველოსთვის” და “ლეიბორისტული პარტიის” წევრები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ.

ისინი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან იმყოფებიან. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება სცადეს, თუმცა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს​. პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და დეპუტატებს შეძახილებით შეხვდნენ.

აქტივისტები შეძახილებით შეხვდნენ “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილსაც, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტში შევიდა.