აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისს კვერცხები დაუშინეს. ფაქტს წინ სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა წინ.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისთან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს.
აღნიშნულის მიზეზი, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად უწყება ნარკოტიკით ზედოზირებას ასახელებს.
ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: შსს