„დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას“, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „დაიტოვეს“ წევრმა განაცხადა.
მათი განცხადებით, აქციის მონაწილეების რაოდენობა იმდენად მასშტაბურია, რომ მტვკვრის ორივე მხარეს გადაკეტავს. ამ დროისთვის, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის ორივე მხარე გადაკეტეს.
ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან, მობილიზებულია პოლიციაც.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.