LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციზის გადასახადის გაუქმების შემთხვევაში, საწვავის ფასი 40 თეთრით შემცირდება – “ევროპული საქართველოს” მოთხოვნები

71
Untitled design

“გაუქმდეს აქციზის გადასახადი” – ამ მოთხოვნით პარტია “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდების აქცია-პერფორმანსი მთავრობის კანცელარიის წინ მოეწყო.

პარტიის თავმჯდომარემ კი ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ აქციზის გადასახადის გაუქმების შემთხვევაში, საწვავის ფასი 40 თეთრით შემცირდება.

გიგა ბოკერიამ მოქალაქეების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, ყველას გაუზარდა აქციზის გადასახადი, მეტი ფული რომ ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმის, ბიუროკრატიის, მავნებლობისთვის და კორუფციისთვის:

“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განგვიცხადა, რომ ასეულობით მილიონის დახარჯვას აპირებს გაურკვეველ ამოცანებზე, სადაც საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ფული იქნება კორუფციით, მავნებლობით, ან დაუდევრობით გაფლანგული.

ასეთ პირობებში, არის მარტივი ნაბიჯი, რომელიც ვალდებულია გადადგას ნებისმიერმა მთავრობამ, ეს არის გადასახადების დაწევა, საგადასახადო წნეხის შემცირება ყველა მოქალაქისთვის. არის ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ აისახება ყველას ოჯახის შემოსავალზე, ყველა პროდუქტის ფასზე, ეს არის საწვავის ფასი. საერთაშორისო ფასებს თავი რომ დავანებოთ, რომელიც ჩვენი მთავრობის კონტროლს მიღმაა, ივანიშვილის რეჟიმმა, ყველას გაგვიზარდა აქციზის გადასახადი, მეტი ფული რომ ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმის, ბიუროკრატიის, მავნებლობისთვის და კორუფციისთვის. ეს რამდენიმე წლის წინ გააკეთეს, ამის შემდეგ ეს წნეხი ზურგზე ადევს ყველა ქართულ ოჯახს.

მარტივი ნაბიჯით, აქციზის გადასახადის გაუქმებით, შესაძლებელია ავტომატურად 40 თეთრით შემცირდეს საწვავის ფასი, რაც აისახება ყველაფრის ფასზე. ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობებზე, იშოვონ სამსახური, პროდუქტი შეიძინონ, გაუადვილდეთ ცხოვრება ამ საერთო გასაჭირის დროს.” – განაცხადა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ პარტია აქტიური კამპანიის დაწყებას გეგმავს და მოქალაქეები აღნიშნულ პრობლემას ხელისუფლებას ყოველდღე შეახსენებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g