ქართული ბრენდი ”Spin” მომხმარებელს აქსესუარების ახალ კოლექციას სთავაზობს. როგორც ხელოვანმა თამუნა ჩიკვაიძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ძირითადად, ყელსაბამებს, სამაჯურებსა და საყურეებს ამზადებს.
მისივე ინფორმაციით, სამკაულების შესაქმნელად იყენებს სხვადასხვა ფერის ძაფებით ნაქარგებს, რომელსაც ქეჩაზე და ტყავზე ამაგრებს.
”ჩემი სამკაულები არის ფერადი, განსხვავებული და ახალგაზრდული. რაც შეეხება ფასებს, ხელნაკეთი სამკაულების დონეზე საკმაოდ მისაღები ფასებია ყველასთვის”, – აღნიშნა ჩიკვაიძემ
”Spin”-ის აქსესუარების შეძენას მომხმარებელი მაღაზია ”კურა–კურაში” შეძლებს. მსურველებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, აქსესუარები Spin-ის Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეუკვეთონ.