დიზაინერი ანა ენუქიძე მომხმარებელს აქსუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, მის მიერ შექმნილ პროდუქციაში შედის: მაჯურები, რომელთა შეძენაც 15 ლარიდან 30ლარამდე შეგიძლიათ, ჩანთები, რომელთა ფასიც 70 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს, ასევე დიდი არჩევანია საათებზეც, ყელსაბამებსა და ბეჭდებზე.
დიზაინერი ძირითად მასალად ტყავსა და ვერცხლისფერ მეტალს იყენებს.
სასურველი მოდელის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ.