მაღაზია ”Maranta“ მომხმარებელს სამკაულებისა და ჩანთების დიდ არჩევანს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალი კოლექცია ფერადი და საახალწლო განწყობის მატარებელია.
”ახალ კოლექციაში შედის საყურეები, რომელთა ფასიც 25 ლარიდან იწყება, ბეჭდების შეძენა 30 ლარიდან შეგიძლიათ, გვაქვს ყელსაბამებიც, მათი ფასი 40 ლარს შეადგენს, ამას გარდა დიდი არჩევანია ჩანთებზეც, სურვილის შემთხვევაში მათი შეძენა 60 ლარიდან შეგიძლიათ”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, ხდება წინასწარ შეკვეთებიც, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურვილი გაუჩნდება შეიძინოს თავისი გემოვნებით შექმნილი სამკაული, „Maranta” ამ სურვილს აუცილებლად აგისრულებთ.
მაღაზია მდებარეობს სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლის” პირველ სართულზე.