ონლაინ -მაღაზია ”ჯინი” მომხმარებელს აქსესუარების, სამკაულებისა და სახლის დეკორის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას, მაღაზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა, ”ჯინის” პროდუქციაში შედის: ვინტაჟური სანათეთები, დეკორატიული აქსესუარები, ხელნაკეთი სანათები და სამკაულები.
”ჯინის მიზანი არის, რომ ერთ სივრცეში გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი ტიპის საჩუქარი ან სახლისთვის აუციელებლი აქსესუარი”, – აღნიშნა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, მაღაზიაში არსებული პროდუქცია საქართველოში მზადდება და სასურველი ნივთის შეკვეთა ამ ეტაპზე ონლაინ შეგიძლიათ.
შეძენილ პროდუქციას კურიერი ადგილზე მოგართმევთ.