TMN მომხმარებლებს დიზაინერების: თაკო კუპრაშვილის, ნინი კუპრაშვილისა და მარიამ კიკნაძის მიერ შექმნილ აქსესუარებსა და ტანსაცმელს სთავაზობს. უახლოეს მომავალში ფეხსაცმლის ხაზის დამატებასაც გეგმავენ.
ტანსაცმლის შეძენა მსურველებს 40-45 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, აქსესუარების ფასი კი 25 ლარია.
”მირჩევნია მომხმარებელმა თავად შემაფასოს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ხარისხი ბევრად აღემატება ფასს. მასალად ბეწვს, ტყავსა და კოტონს ვიყენებ. მალე კი მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავ. ჩვენ ვეცადეთ ჩვენმი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო”, – განაცხადა ერთ-ერთმა დიზაინერმა. ნინო კუპრაშვილმა.
TMN-ის პროდუქციის ნახვა და შეკვეთა მისი Facebook-ის საშუალებითაა შესაძლებელი.