LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქთაუში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის 10 წლის იუბილე აღინიშნა.

132
13

საქართველოს რკინიგზის თაოსნობით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი საერთო კრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქთაუში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და რუმინეთის სარკინიგზო და საზღვაო კომპანიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:

  • 2023 წლის 8 თვის შედეგები და ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის პირობებში განხორციელებული გადაზიდვების დროს გამოვლენილი  გამოწვევები;
  • შუა დერეფანში გადაზიდვების ვადების ოპტიმიზაციის მიზნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების გადაზიდვის ორგანიზებისას მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელშიც გადაზიდვის ვადებთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებები იქნება გაწერილი;
  • კასპიის ზღვის პორტებს შორის (აქტთაუ, ბაქო, ალიატი) პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო კომუნიკაციებით საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზების შესახებ შეთანხმება, რომელიც კასპიის ზღვაზე საფიდერო გემების ოპერირების სტაბილურობას უზრუნველყოფს;
  • კონტეინერების დისლოკაციის შესახებ ინფორმაციების მიღების და გაცვლის პროცესების ავტომატიზაცია და დიგიტალიზაცია.

შეხვედრის დასასრულს საერთო კრების თავმჯდომარემ, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ კოლეგებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ტვირთმფლობელებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

magti 5g