„ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში განუცხადა.
პრემიერის თქმით, EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის თემაა ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით:
„როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მე ყველასთან კონტაქტისთვის ღია ვარ… ცხადია, დღეს საქართველოს პრემიერთან კონტაქტი გვექნება“ – ალენ ბერსე
ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება. გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით და ყველგან ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ გვქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრებების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მივიღებ დისკუსიაში, რომლის თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით, მინერალების კუთხით და თქვენ იცით, რომ საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი. მათ შორის, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა პრემიერმა.