LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემის ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა

61
publika.ge-paganiii.png (1)

ოპოზიციური პარტიის აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემის ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 4 აპრილს ფანგანს თბილისში, რუსთაველის გამზირზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად იძალადეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ფანგანს ფიზიკურად ორი დღის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდნენ. ფანგანის თქმით, უცნობმა მამაკაცმა ქაშუეთის ეკლესიის წინ მას ბათუმში მომხდარი ინციდენტი გაუხსენა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, ირაკლი ფანგანმა 23 იანვარს, ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g