LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქვს კვალი გლდანის ციხეში გადატარებული დღეების” – ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

299
1633110153-სააკაშვილი45

მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ გორის ჰორპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც იასკომ ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა.

როცა ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს, ამით კმაყოფილი ვერ ვიქნები: ალასანია

“ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა სამწუხაროდ, მე ვხედავ, რომ ის არის სუსტად. ის უკეთესად გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე დღის წინ, როცა მე მას ბოლოს შევხვდი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა მაღელვებს, რადგან მას აქვს კვალი გლდანის ციხეში გადატარებული დღეების. აქვს სხვადასხვა სიმპტომები. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკეთესად, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომ სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ასევე დასრულდეს მისი გათავისუფლებით” – თქვა ლიზა იასკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები