LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ აღწეროთ სიტუაცია, როგორც ომი და არ დაამატოთ უკრაინის დროშა სოციალური მედიის ანგარიშებზე” – რატომ და რა მითითებებს გასცემს გაერო თანამშრომლებისთვის

430
11

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თანამშრომლებს ურჩევს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს, არ გამოიყენონ ტერმინები “ომი” ან “შეჭრა”.

ინფორმაციას ამის შესახებ The Irish Times მოპოვებული ინსტრუქციის საფუძველზე ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ აღნიშნულია საკომუნიკაციო პოლიტიკის სახელმძღვანელოში, რომელიც ახსენებს მუშაკს პასუხისმგებლობას, რომ “იყოს მიუკერძოებელი”.

გამოცემის ინფორმაციით, გაეროს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტმა დაავალა საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებს, არ უწოდებდნენ უკრაინაში არსებულ ვითარებას “ომი”, ან “შეჭრა”, რათა დააბალანსონ პოლიტიკური მგრძნობელობა.

შესაბამისად, ამის ნაცვლად გაეროს თანამშრომლებს დაევალათ, რომ გამოეყენებინათ ტერმინები “სამხედრო შეტევა”, ან “კონფლიქტი”.

“ორშაბათს პერსონალის საფოსტო სიაში გზავნილით – “უკრაინის კრიზისული კომუნიკაციის სახელმძღვანელო მითითებები”, გაეროს რეგიონული საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თანამშრომლებს დაავალა, არ აღწერონ სიტუაცია, როგორც ომი და არ დაამატონ უკრაინის დროშა პირადი ან ოფიციალური სოციალური მედიის ანგარიშებზე”, – წერს გამოცემა.

აღნიშნულ ინსტრუქციაში დეპარტამენტი ყურადღებას რეპუტაციის რისკებზე ამახვილებს :

“ეს არის მნიშვნელოვანი შეხსენება, რომ ჩვენ, როგორც საერთაშორისო საჯარო მოხელეებს, გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიყოთ მიუკერძოებელი.

არსებობს რეპუტაციის რისკის სერიოზული შესაძლებლობა, რომელიც ბოლო დროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ იყო მონიშნული”.

როგორც The Irish Times წერს, გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა არ უარყო, რომ ელექტრონული წერილი პერსონალმა მიიღო, თუმცა, აღნიშნა, რომ ის არ შეიძლება ოფიციალური პოლიტიკის ნაწილად განიხილონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g