გადაცემა – „New-York With Tamia / ნიუ-იორკში თამიასთან“, რომლის მიზანი ნიუ-იორკიდან 21-ე საუკუნის ემიგრაციის ისტორიის გაშუქებაა, საზოგადოებას ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის ლევან შენგელიას ემიგრანტობის გზას ამცნობს, რომელმაც წარმატებისკენ სვლა საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო და საქართველო 1992 წელს დატოვა.
მუსიკოსმა გადაცემაში საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აძლევს საქართველო ხელოვან ადამიანებს განვითარების საშუალებას.
„საქართველოს ბევრი მუსიკოსი ტოვებს. მე ყოველ წელს ჩავდივარ, პროგრამა მაქვს და მუდმივად ვატარებ, მაგრამ ჩემთვის იოლია, რადგან აქ ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოში მყოფი მუსიკოსებისთვის, რამდენადაც მე ვიცი, ძალიან რთულია..
90-იან წლებში საქართველო რომ არ დამეტოვებინა, ალბათ, სეფაში დავუკრავდი.. აბსოლუტურად ვერაფერს გავაკეთებდი, რადგან ერთია, რომ ნიჭიერი ხარ, მეორეა რა გხვდება ირგვლივ. ნიჭიერებაზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი. შეიძლება რაღაცისთვის მიმეღწია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა..
საქართველოში დაბრუნება ძალიან კარგი იყო, ჩავედი თუ არა მაშინვე მომაქციეს ყურადღება.. ძალიან კარგად შეხედეს ამერიკულ ამბებს. გადასარევად ვიყავი გარკვეული პერიოდი, მაგრამ როდესაც გადავწყვიტე, რომ საქართველოში საბოლოოდ დავრჩენილიყავი, უკვე შეიცვალა სიტუაცია ანუ, როგორი სიტუაციაა იცით? არ აქვს მნიშვნელობა რა ნიჭიერი ხარ საქართველოში, მთავარია სხვაგან ცხოვრობდე და იქიდან ყვიროდე“, – აღნიშნა მუსიკოსმა.
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე: ფიქრობთ, რომ საქართველომ მიგიღოთ იმიტომ რომ ამერიკაში იყავით? ლევან შენგელიამ აღნიშნა:
„ნამდვილად ასე ვფიქრობ.. ამანაც ბევრი რამ მასწავლა, იმ ხალხს, რომელიც თავიდან გადასარევი იყო, შემდეგ ჩვეულებრივად დავრჩოდი.. ასე მხოლოდ მე არ ვარ“
ამავე გადაცემაში, მუსიკოსმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც თბილისში ამერიკული დელეგაცია ჩამოვიდა და 40 კომპოზიტორის წინაშე წარდგა. ლევან შენგელიას თქმით, სწორედ მაშინ შეამჩნია ჯონ ლენონის შვილმა და მისი ნაწარმოებების გაგზავნა სთხოვა. ასე დაიწყო წარმატების გზაც, სწორედ ამ შეხვედრისა და რჩევის წყალობით, ქართველი მუსიკოსი ამერიკაში ერთდროულად ცხრა უნივერსიტეტმა მიიღო.
იხილეთ გადაცემა – სრულად:
ვიდეო „Georgian Media in New York“