მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა „მე-17 სართული“ საზოგადოებაში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა.
დათო ტურაშვილის თქმით, ბევრი მიდის თბილისიდან, რადგან დედაქალაქში ძალიან დიდ სტრესს იღებენ.
„გადაცემაში რომ მოვდიოდი, ძალიან დიდი სტრესი მივიღე, ისეთი საცობი გამოვიარე. შაბათია და წესით, ხომ უპრობლემოდ უნდა მოვსულიყავი. რა დაგეგმარება გვაქვს ასეთი, შაბათ და კვირასაც რომ ვერსად წახვალ, არ ვიცი“ . – ამბობს დათო ტურაშვილი.
მისი თქმით, სიტყვა სოფლელს, როგორც წესი ყველა არასწორად ვიყენებთ ხოლმე.
„ყველაზე მეტი სოფლებში თბილისელები მიდიან! აქ უკვე სუნთქვაც კი შეუძლებელია, ამას რომ თავი დავანებოთ, რამხელა აგრესიაა, რომელიც სოციალურ ქსელში კარგად. ყველგან ჩვენი სამშობლოა, არ არის აუცილებელი მრგვალ ბაღთან ცხოვრობდე, რომ საქართველოს მოქალაქე გერქვას – არ არის აუცილებელი დეპუტატი გახდე იმისთვის, რომ ფული იშოვო და ვაკეში ბინები იყიდონ“. – დათო ტურაშვილი.