უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ორი ბანკის ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა.
სამინისტროს ვებ-გვერდზე წვდომა შეწყდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს.
„არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა პატარა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა, რადგან მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.