LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არის იდეალური, თუმცა, თავის საქმეს გააკეთებს, ჩემი მთავარი მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიო დაცვის გარკვეულ დონეს მაინც” – ნინო ჯანგირაშვილი ჩინური ვაქცინის გაკეთებას აპირებს

138
ჯანგირაშვილი-ნინო

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად დარეგისტრირდა.

როგორც ჯანგირაშვილი აღნიშნავს, “სინოფარმის” ვაქცინა იდეალური არ არის, თუმცა თავის საქმეს მაინც გააკეთებს.

“მგონი არაფერი გამომიტოვებია თვეების მგანმავლობაში, რაც ვაქცინებზე იწერება. და ეს ცოდნა ამ ეტაპზე ერთ წინადადებაში ეტევა – აიცერი იმით, რაზეც ხელი მიგიწვდება. ამიტომაც ჩავეწერე ჩემთვის პირველივე ხელმისაწვდომ– სინოფარმის ვაქცინაზე. რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, თუმცა სწორი მოლოდინების და ადეკვატური ქცევის შემთხვევაში თავის საქმეს გააკეთებს. ჩემი მთავარი მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიო დაცვის გარკვეულ დონეს მაინც და არ მომიწიოს ტიკარაძის ჯანდაცვის სისტემის ხელში ჩავარდნა, ანუ ჰოსპიტალიზაცია და არარსებული სუნთქვის აპარატის რიგში დგომა. ამას სინოფარმი უზრუნველყოფს დიდწილად (სინოვაკში ნუ ურევთ). მოკლედ, დამითმია თქვენთვის მილიონი ფაიზერი და მილიონი ნოვავაქსი, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ გამყრელიძე–ტიკარაძის ზღაპრებში არსებობს”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g