LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის საჭირო 112-ში დარეკვა, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია: თამარ გაბუნია

92
tamargabunia-1024x643

“ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა იმისათვის, რომ პაციენტმა მალე უზრუნველყოს საკუთარი თავის იზოალაცია და აღარ გახდეს ინფექციის წყარო”, – საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაფართოებული ტესტირების პროგრამაზე ისაუბრა.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, გუშინ დაწყებული გაფართოებული ინტენსიური ტესტირებით, 1 400 შემთხვევა დადასტურდა სწორედ ანტიგენტესტით. ჯამში, 17 000-მდე ავიდა ორივე სახის ტესტირება და ეს არის გარკვეული რეკორდული მაჩვენებელი.

“ტესტი არის მაღალი ხარისხის. ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმის რჩევით, პაციენტს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, ვინც ჩართულია პროგრამაში და გასწევს ამ ტიპის სერვისს”, – თქვა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ძალიან ბევრი ზარი განხორციელდა 112-ში:

„ამ შემთხვევაში არ არის 112 -ში საჭირო დარეკვა, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია. პაციენტს შეუძლია, ექიმს თავად დაურეკოს, ან დაელოდოს ოჯახის ექიმის ზარს, რადგან ეს პასუხი ექიმისთვისაც ცნობილია და ის დღის განმავლობაში აუცილებლად დაუკავშირდება შესაფერისი მითითებით. 112-ს ვურეკავთ მხოლოდ იმ შემთვხვევაში, თუ მდგომარეობა არის მძიმე, გართულებული და პაციენტი მიჩნევს, რომ სჭირდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჩართვა”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე 17 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ:

„ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას. სასწრაფო დახმარების რეაგირება იყო მყისიერი და, საუბედუროდ, როდესაც ბინაზე ბრიგადა მივიდა, დამდგარი იყო ლეტალური შედეგი.

ამ ტიპის დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში, კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს  მოსახლეობაში, რაც არის დამაზარალებელი და დანაშაულის ტოლფასი, რადგან ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე კოორდინიერბულად მივყვეთ პროცედურებს და პაციენტების ნაკადი იყოს მართული შესფერისად”, – განაცხადა გაბუნიამ.

magti 5g