გიორგი გასვიანის მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი ანრი ჯოხაძის დედას სოციალური ქსელის საშუალებით ემშვიდობება.
მარიტა რუსუდან ჩხაიძის კადრებს აქვეყნებს და იმ დროს იხსენებს, როდესაც მასთან სტუმრად მისული უამრავ უანგარო სიყვარულს და რჩევას იღებდა უფროსი მეგობრისგან.
„ჩემო კეთილო რუსო, როგორ დააკლდები ჩემ გულს… არ არსებობდა შემოვსულიყავი სახლში რომ არ გეთქვა, „ჩემი ცქრიალა, ჩემი ბალერინა გოგო მოვიდაო“. როგორ მომენატრება ეს სიტყვები, ჩვენი საუბრები, უამრავი სასარგებლო რჩევა და შენი უანგარო სიყვარული! ჩემო გამორჩეულო, დიდო მეგობარო, ძალიან გვატკინე გული…“ – წერს მარიტა მელიქიშვილი.
