“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე Facebook-ზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადაღებულ, სიძულვილის ბანერის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“არ ჩანს ჩემი აივნიდან კარგად და ერთი პატარა ზომის მომეცით, ბავშვების საძინებელში გავაკრავ”.
ამ ფორმით ეხმიანება ის ბანერებს, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ ოპოზიციონერი ლიდერებისგან, რომელიც გვიან ღამით, თბილისში გამოჩენილ ბანერებზეა გამოსახული.
„არიფები“ არიან, ამორალობის დონე და ფსკერია – გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე