LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი თინა ჭულუხაძე და ანსამბლი „ლიახვი“ ეწვია

27

Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი თინა ჭულუხაძე და ანსამბლი „ლიახვი“ ეწვია.

 

როგორია თქვენი ანსამბლის ისტორია?

 

ანსამბლს უკვე 40 წელი შეუსრულდა. ანსამბლის ხელმძღვანელია დავით ელბაქიძე და მის მეუღლე კონცერტმეისტერი მანანა ელბაქიძე. ერთად ვქმნით ძალიან საინტერესო რეპერტუარს.

 

ჩვენს მსმენელს პროექტ „ჯეოსტარიდან“ ახსოვხარ. რატომ იყო ასეთი დიდი შემოქმედებითი პაუზა შენს ცხოვრებაში?

 

გამარჯვების შემდეგ მართლა დიდი პაუზა გამომივიდა, რადგან ძალიან მალე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები განვითარდა და ჩვენ უკვე მეორედ გავხდით დევნილები. აქედან გამომდინარე შევფერხდი, თუმცა ახლა ისევ დავიწყე აქტიურად მუშაობა, ახალი შემართებით.

 

თუ გაქვს სურვილი, რომ კიდევ სხვა მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა?

 

გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს და მგონი ჯობია, რომ სხვას დავუთმოთ ასპარეზი.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას, როგორც ფოლკლორში, ასევე თითქმის ყველა ჟანრში. ანსამბლის ბიჭებიც ძალიან ნიჭიერები არიან. ახლა ტურნეს ვგეგმავთ. მოკლედ, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე.

 

ახალ სიმღერაზე რას გვეტყვით…

 

ახალი სიმღერის სახელწოდებაა „შენსკენ მოვდივარ“, რომელსაც მარტო ვასრულებ. კომპოზიტორი გახლავთ მანანა იმედაძე, ტექსტის ავტორი ნუგზარ ბაბუციძეა, არანჟირება კი გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. სიმღერა „სანოს“ სტუდიაში ჩაიწერა.

თინა ჭულუხაძე – შენსკენ მოვდივარ

AudioTINA CHULUXADZE – SHENSKEN MOVDIVAR

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Tina Chuluxadze

თინა ჭულუხაძე & ანსამბლი “ლიახვი” – პოპური. Live

თინა ჭულუხაძე & ანსამბლი “ლიახვი” – ლალე. Live

თინა ჭულუხაძე & ანსამბლი “ლიახვი”. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები